logo_geo
რაპირით ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ
- +

20 აპრილი. 2019. 18:48

 

 

ფარიკაობაში საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი გრძელდება. დღეს გამარჯვებულები რაპირით ფარიკაობაში გამოვლინდნენ.

 

ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი მარია ზაკირჩენკო გახდა. მეორე ადგილი ლიზა ლხინაძემ დაიკავა. მესამე საპრიზო ადგილზე კი ელენე ბორჩხაძე და მარიამ ტუღუში გავიდნენ.

 

კაცებში გამარჯვებულო ლუკა ღაღანიძე გახდა. მეორე შედეგი არჩილ უგულავამ დაიკავა. ბრინჯაოს მედლების მფლობელები ლაშა გალუაშვილი და აჭარელი ირაკლი მიქელაძე გახდნენ.

 

ხვალ ჩემპიონატის დასკვნითი დღეა. გამარჯვებულები კი დაშნით ფარიკაობაში გამოვლინდებიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი