logo_geo
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს ამ სეზონში ფეხბურთელებისთვის ხელფასების დაგვიანების გამო აღარ დასჯის
- +

30 იანვარი. 2021. 11:57

 

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს ამ სეზონში ფეხბურთელებისთვის ხელფასების დაგვიანების გამო აღარ დასჯის. ამის შესახებ ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.

 

ვარაუდობენ, რომ შეიქმნება ეგრეთ წოდებული გადავადების სისტემა, რომლის მიხედვითაც როგორც მოთამაშეების, ასევე თანამშრომლების შრომის ანაზღაურება ეტაპობრივად დაიფარება.

 

სერია A-ს 20 კლუბიდან ფეხბურთელებისთვის სახელფასო დავალიანება მხოლოდ „ნაპოლის“ არ აქვს, ისეთ გრანდში კი, როგორიც „ინტერია“, მოთამაშეებმა ანაზღაურება ბოლოს სექტემბერში აიღეს. არსებული ფინანსური კრიზისი იტალიის ჩემპიონატში მატჩების უმაყურებლოდ გამართვამ გამოიწია, რამაც კლუბების შემოსავალი მნიშვნელოვნად შეამცირა.

 

 

https://imedinews.ge/ge/sporti/184098/italiis-pekhburtis-pederatsia-klubebs-am-sezonshi-pekhburtelebistvis-khelpasebis-dagvianebis-gamo-agar-dasjis

 

 

big_banner
არქივი