logo_geo
ინგლისში 49 წლის გულშემატკივარი ფეხბურთელის რასისტული შეურაცხყოფისთვის დააპატიმრეს
- +

30 იანვარი. 2021. 16:29

 

ინგლისში 49 წლის გულშემატკივარი ფეხბურთელის რასისტული შეურაცხყოფისთვის დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

საქმეს უესტ-მიდლენდსის პოლიცია იძიებს და უახლოეს მომავალში, საქმის აღძვრა დაკავებული ადამიანის გვერდით მჯდომი მეგობრის წინააღმდეგაც იგეგმება.

 

ინციდენტი „ვესტ ჰემი“ - „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრის დროს მოხდა, როდესაც მასპინძელთა ფეხბურთელი რომეინ სოიერსი მთელი მატჩის განმავლობაში, რასისტული შეძახილების მსხვერპლი იყო, რაც მთავარმა არბიტრმა და დელეგატმა ოქმში აღნიშნა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მკაცრად დაისჯებიან რასისტი ფანები, თუმცა დიდი ალბათობით მათ საფეხბურთო მატჩებზე დასწრება სამუდამოდ აეკრძალებათ.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/184137/inglisshi-49-tslis-gulshematkivari-pekhburtelis-rasistuli-sheuratskhkopistvis-daapatimres

 

 

big_banner
არქივი