logo_geo
ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი - ცნობილი გახდა მესისა და „ბარსელონას“ კონტრაქტის ფინანსური დეტალები
- +

31 იანვარი. 2021. 13:45

 

 

ესპანური გამოცემა „El Mundo“ ამტკიცებს, რომ კატალონიური გრანდისა და მისი არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლიონელ მესის კონტრაქტის ფინანსური დეტალები შეიტყო.

 

წყაროს ინფორმაციით, 2017 წელს „ბარსელონასა“ და ლიონელ მესის შორის გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტოა.

 

2017 წლის 30 ივნისიდან კონტრაქტის ამოწურვამდე კატალონიური კლუბი არგენტინელ ფორვარდს 555 237 619 ევროს გადაუხდის, დღემდე კი ლიონელმა „ბარსელონასგან“ უკვე მიიღო 511 540 545 ევრო.

 

შეგახსენებთ, რომ მესის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ მალე იწურება და ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

 

როგორც ცნობილია, ლიონელ მესისა და „ბარსელონას“ მომავალი თანამშრომლობის საკითხი კატალონიური კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი