logo_geo
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრებს გულშემატკივარი დაესწრება
- +

2 თებერვალი. 2021. 15:30

 

 

ფიფა-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს განცხადებით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრებს გულშემატკივარი დაესწრება. ამის შესახებ, მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან გამართული ონლაინ-კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

ჯანი ინფანტინო მიიჩნევს, რომ 2022 წლისთვის კორონავირუსი საბოლოოდ დამარცხებული იქნება და მაყურებელს სტადიონზე შესვლის უფლებას მისცემენ. მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ყატარის ხუთ ქალაქის რვა სტადიონზე შედგება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი