logo_geo
პაკისტანელი მოკრივე ნოკაუტით გარდაიცვალა
- +

3 თებერვალი. 2021. 12:57

 

27 წლის პაკისტანელი მოკრივე, მუჰამედ ასლამ ხანი რინგზე მიყენებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა.

 

ბრძოლა საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და ასლამ ხანის მოწინააღმდეგე, ასევე პაკისტანელი მოკრივე, ვალი ხან ტარინი იყო. ამ უკანასკნელმა მეტოქეს თავის არეში ძლიერი დარტყმა მიაყენა და ნოკაუტში გაუშვა.

 

მიყენებულმა დარტყმამ ასლან ხანი გათიშა და მისი გონებაზე მოყვანა ვერ შეძლეს. მოკრივე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

აღნიშნავენ, რომ ორთაბრძოლის დროს იქ არ იმყოფებოდა სამედიცინო სფეროს არცერთი წარმომადგენელი და ფატალური შედეგი, დიდწილად, სწორედ დაგვიანებული სამედიცინო დახმარების ბრალი იყო.

 

 

https://1tv.ge/news/pakistaneli-mokrive-nokautit-gardaicvala/

 

 

big_banner
არქივი