logo_geo
რონალდუ ევროპაში ათწლეულის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
- +

3 თებერვალი. 2021. 14:09

 

ტურინის „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ევროპაში ათწლეულის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

 

„სამეფო კლუბისა“ და ესპანეთის ნაკრების მცველს, სერხიო რამოსს მეორე ადგილი ერგო, ხოლო „ბაიერნისა“ და გერმანიის ეროვნული გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი მესამე პოზიციაზეა.

 

გუშინ, იტალიის თასის ნახევარფინალში ერთმანეთს „ინტერი“ და „იუვენტუსი“ შეხვდნენ. ტურინელებმა პრინციპულ დაპირისპირებაში სწორედ კრიშტიანუ რონალდუს დუბლით გაიმარჯვეს – 1:2.

 

https://1tv.ge/news/ronaldo-evropashi-atwleulis-sauketeso-fekhburtelad-aghiares/

 

 

big_banner
არქივი