logo_geo
ფლოიდ მეივეზერისა და ლოგან პოლის საგამოფენო ბრძოლა გადაიდო
- +

3 თებერვალი. 2021. 14:10

 

ფლოიდ მეივეზერისა და ლოგან პოლის დაპირისპირება 20 თებერვალს აღარ შედგება, – ინფორმაციას ამის შესახებ ESPN ავრცელებს. ბრძოლის პრომოუტერები იმედოვნებენ, რომ მხარეები ახალ თარიღზე შეთანხმებას შეძლებენ.

 

ფლოიდ მეივეზერი 43 წლის არის. მას პროფესიონალურ კრივში შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს – 50 მოგება და არც ერთი მარცხი. ფლოიდმა ბოლოს კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ ჩაატარა ბრძოლა და UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა. ამის შემდეგ კი მეივეზერმა იაპონიაში საგამოფენო დაპირისპირება ტენშინ ნასუკავასთან გამართა.

 

რაც შეეხება ლოგან პოლს, Youtube-ის ვარსკვლავს სულ ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული. ლოგანის ძმა, ჯეიკ პოლი კი აპრილში ONE championship-ისა და Bellator-ის ყოფილ ჩემპიონ ბენ ასკრენთან გამართავს კარიერაში რიგით მესამე პროფესიონალურ საკრივო დაპირისპირებას.

 

https://1tv.ge/news/floid-meivezerisa-da-logan-polis-sagamofeno-brdzola-gadaido/

 

 

big_banner
არქივი