logo_geo
500-ზე მეტი გოლი საკლუბო კარიერაში - იბრაჰიმოვიჩმა „კროტონესთან“ დუბლი შეასრულა
- +

7 თებერვალი. 2021. 22:05

 

იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში „მილანმა“ „კროტონეს“ უმასპინძლა და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა.

 

დუბლი შეასრულა „მილანის“ თავდასმხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომლისთვისაც გატანილი გოლები საიუბილეო აღმოჩნდა.

 

იბრაჰიმოვიჩმა დუბლის შესრულებით, თავის საკლუბო კარიერაში მე-500 და 501-ე გოლი გაიტანა.

 

მიმდინარე სეზონში კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა და 16 გოლის ავტორი გახდა.

 

აღსანიშნავია, რომ „მილანი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეშია, „კროტონე“ კი ბოლო ადგილზე იმყოფება.

 

big_banner
არქივი