logo_geo
გარდაიცვალა ამერიკული ჩოგბურთის ლეგენდა
- +

7 თებერვალი. 2021. 23:15

 

გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ტონი ტრაბერტი.

 

ტრაბერტმა კარიერის განმავლობაში ერთეულებში „დიდი სლემის“ ხუთი ტურნირი მოიგო. კიდევ ხუთჯერ მან წყვილებში მოიგო „დიდი სლემი“. ამერიკელი 1953-55 წლებში მოყვარულებს შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო.

 

კარიერის დარულების შემდეგ ტრაბერტი 30 წელზე მეტი ტელეწამყვანად მუშაობდა. 1970 წელს, ის ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს, 2001 წელს კი ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად დაინიშნა და ამ პოსტზე 11 წელი იმუშავა.

 

https://1tv.ge/news/gardaicvala-amerikuli-chogburtis-legenda/

 

 

big_banner
არქივი