logo_geo
ნემსაძე „დინამოში“ კიდევ ორ ფეხბურთელს ელის: შეკრებაზე მთავარი არა შედეგი, არამედ, სეზონისთვის კარგად მომზადებაა
- +

13 თებერვალი. 2021. 11:21

 

 

 

„დინამო თბილისმა“ თურქული შეკრება დაასრულა, სადაც რვა შეხვედრა ჩაატარა, ორი მატჩი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, ხუთი კი წააგო. გუნდი თბილისში გამოემგზავრა, „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ კი მზადება შეაფასა.

 

„სპარინგი იმდენმა კარგმა გუნდმა შემოგვთავზა, უარი ვერ ვთქვი – კიევის „დინამომ“, „ზორიამ“, „ლუდოპგორეცმა“, „სოჭმა“. ასეთებთან გამოცდილებას მიიღებ და ნახავ, სად ხარ ძლიერი და სად ხარვეზები გაქვს. მათთან თამაშს ამიტომაც დავთანხმდი. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მათ უმრავლესობას მზადება დასრულებული ჰქონდა და უფრო მეტი ძალა და ენერგია ჰქონდათ, ჩვენ კი ყოველ მეორე დღეს ვთამაშობდით, მაგრამ ახლა ერთჯერად ვარჯიშებზე გადავალთ, ეს ენერგიაც მოვა და გუნდის შეთამაშდება“, – ამბობს გიორგი ნემსაძე.

 

„დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კიეველებთან მატჩი გამოარჩია:

 

 „რა თქმა უნდა, კიეველებთან შეხვედრაში ბევრი ხარვეზი იყო და წავაგეთ. თუმცა, გამიხარდა, გუნდმა ისეთი კარგი სახე და შეთამაშებული ფეხბურთი აჩვენა. თანაც, გუნდში ერთსულოვნება იგრძნობოდა. საიმონ ბენიო ტრავმირებული იყო და მომჯობინდა, მაგრამ ბოლო სპარინგი სიფრთხილის გამო არ ვათამაშეთ, რომ 21 თებერვალს „გაგრასთან“ სუპერთასზე გვყოლოდა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს გაგნიძის, რომლიც ტრავმირებული იყო და ამიტომ ვერ ითამაშა“.

 

ნემსაძემ გულშემატკივრებსაც მიმართა:

 

 „რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს შედეგი აინტერესებს. ჩვენს მატჩებს დიდი განსჯა მოჰყვა, მაგრამ მოსამზადებელი ეტაპის დანიშნულება არ არის, რომ ყველა შეხვედრა მოიგო. ასე რომ, ბოდიშს ვიხდი და ამ ეტაპზე შედეგს ყურადღებას არ ვაქცევდი. მთავარია, სეზონისთვის კარგად მოვემზადოთ, ჩვენ კი წარმატებისთვის საფუძვლის ჩაყრას ვცდილობდით, რაც დატვირთვის ფონზე ხდებოდა, მაგრამ იმედია, გულშემატკივრების იმედებს გავამართლებთ“.

 

„დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი პოტენციურ ახალწვეულებზეც გააკეთა:

 

„ჩვენს სატრანსფერო გეგმებში კიდევ ორი მოთამაშის დამატებაა – თავდამსხმელისა და მარცხენა მცველის. მათ თბილისში ჩემპიონატის დაწყებამდე ველოდებით. კარგი იქნება თუ მოლაპარაკება შედგება და ჩვენთან ითამაშებს ეს ორი ფეხბურთელი, რომლებიც გუნდს აუცილებლად სჭირდება“.

 

ნემსაძის თქმით, თბილისურ გუნდს ტრადიციული მიზნები აქვს:

 

 „მიზანი ერთია, დიადი, ნათელი – ეს რა თქმა უნდა, ჩემპიონობის და თასის მოპოვებაა. დარჩენილ ათ დღეში შევეცდებით, ბიჭებმა სუპერთასამდე ძალები აღიდგინონ. რა თქმა უნდა, ბიჭები საბრძოლველად და თასის მოსაგებად მზად არიან“.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი