logo_geo
რონალდ კუმანი: კარგ ფორმაში ვართ და „პსჟ“-სთან მოგება შეგვიძლია
- +

14 თებერვალი. 2021. 12:48

 

 

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის აზრით, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრას „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ კარგ ფორმაში ხვდება.

 

კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგის წინა ტურში „ალავესი“ დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა. მესის და ტრინკაოს დუბლებთან ერთად თავი ჯუნიორ ფირპომ გამოიჩინა.

 

 

„დარწმუნებულები ვართ, რომ „პსჟ“-სთან მოგება შეგვიძლია. მათ ტრავმირებული მოთამაშეები ჰყავთ, ისევე როგორც ჩვენ. შესაბამისად, შეხვედრა თანაბარი იქნება. უნდა ვითამაშოთ კარგად, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და მოგებების კარგი სერია გვაქვს“, – განაცხადა კუმანმა პრესკონფერენციაზე.

 

„ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის პირველი შეხვედრა 17 თებერვალს გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი