logo_geo
იურგენ კლოპი: „ლივერპული“ ერთი მატჩის მოგებით, გამარჯვებულის ფსიქოლოგიას ვერ დაიბრუნებს
- +

17 თებერვალი. 2021. 12:50

 

 

 

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში „ლაიპციგმა“ „ლივერპულს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

 

მერსისაიდელების მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მატჩი ჟურნალისტებთან შეაფასა და მოკრძალებული კომენტარი გააკეთა.

 

„ზუსტად ასეთი თამაში გვჭირდებოდა, – მოჰყავს იურგენ კლოპის სიტყვები უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდს, – „ლაიპციგს“ შეუძლია, რომ ნებისმიერ კლუბს პრობლემა შეუქმნას. ისინი ბუნდესლიგაში ყველას ანადგურებენ, ვისაც შეხვდებიან, მათ სუსტი წერტილები არ აქვთ. ჩვენ კი შესანიშნავად მოვახერხეთ მატჩის გაკონტროლება.

 

მძიმე შეხვედრა იყო. ჩვენ გამარჯვებულის ფსიქოლოგიას ერთი მოგებით ვერ დავიბრუნებთ. ეს კი მხოლოდ პირველი დაპირისპირებაა“, – განაცხადა „ლივერპულის“  მწვრთნელმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი