logo_geo
ბექაური და ზაალიშვილი ფინალში არიან, ოთხი ქართველი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
- +

20 თებერვალი. 2021. 18:07

 

 

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე დღეს საქართველოს სახელით ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა ტატამზე და ექვსივე მათგანს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

 

მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი, რომელმაც ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი დაამარცხა, ფინალში რუს ტამერლან ბაშაევს შეხვდება. თუშიშვილი კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

 

ახალგაზრდა ლაშა ბექაური (90) ოქროს მედლისთვის ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილს შეხვდება. ამავე წონაში მესამე ადგილისთვის ბექა ღვინიაშვილი იბრძოლებს.

 

100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ქართველები – ონისე დანებლიძე და ილია სულამანიძე დაუპირისპირდებიან.

 

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი