logo_geo
თურქული გამოცემა ლობჟანიძეს გუნდის გამწევ ძალას უწოდებს - ქართველმა სეზონში ნამდვილი გარღვევა მოახდინა
- +

5 მარტი. 2021. 11:00

 

 

თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში „გალათასარაისთან“ ჩატარებული შესანიშნავი მატჩისა და ეფექტური გოლის შემდეგ, პოპულარულმა გამოცემა „ჰურიეთიმ“ საბა ლობჟანიძეს წერილი მიუძღვნა – „ქართველი, რომელიც „ანკარაგუჯუს“ ლოკომოტივია – საბა ლობჟანიძე“.

 

საქართველოს ნაკრებისა და „ანკარაგუჯუს“ ფლანგის შემტევი, თურქეთის სუპერლიგის 28-ე ტურში ჩემპიონატის ლიდერ „გალათასარაითან“, ეფექტური გოლის ავტორი გახდა. 55-ე წუთზე, მეტოქის ნახევარზე გახსნილმა საბამ საჯარიმოში ბრაზილიელი მარკაო ეფექტურად მოატყუა, არანაკლებ ეფექტურად მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიში 2:0 გახადა.

 

ავტორის შეფასებით, საქართველოს ნაკრების 26 წლის ფლანგის შემტევი „ანკარაგუჯუს“ საკვანძო ფეხბურთელად გადაიქცა და გუნდისთვის ბევრს აკეთებს.

 

საბა ლობჟანიძემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინაანკარაგუჯუდან“, რომელმაცგალათასარაი“ 2:1 დაამარცხა. დანიაში სამ სეზონში გატანილი 30 გოლის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონშიანკარაგუჯუშინამდვილი გარღვევა მოახდინა. ლობჟანიძე გუნდის მიერ გატანილ 10 გოლში მონაწილეობდა. საბას გატანილი მეორე გოლი ყურადღებას წარმატებული შესრულებით იპყრობს. ქართველი ფეხბურთელიანკარაგუჯუსშარშან დანიაშირანდერსისთავგადასავლების შემდეგ შეუერთდა. ამ ქვეყანაში თავი სამ სეზონში გატანილი 30 გოლით გაითქვა და თურქეთის სუპერლიგაში გადავიდა“, – წერს გამოცემა.

 

ავტორის თქმით, ქართველი ფეხბურთელის ძალა, რეალურად მხოლოდ წელს გამოჩნდა.

 

გასულ სეზონში ლობჟანიძე გუნდის რიტმს კარგად ვერ მოერგო, მაგრამ წელს ყურადღებას იპყრობს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 3 გოლი და 7 საგოლე პასია. 26 წლის მარჯვენა ფლანგის შემტევმა წარმატებული სვლაგალათასარაისწინააღმდეგ გააგრძელა. საბა ლობჟანიძემ სტამბულის გუნდის მცველებს პრობლემები შეუქმნა და მეტოქის კართან მნიშვნელოვანი საგოლე მომენტებიც შექმნა“.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი