logo_geo
ზლატან იბრაჰიმოვიჩი 25 მარტს საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს
- +

6 მარტი. 2021. 19:08

 

„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც შვედეთის ნაკრებში გამოსვლა 2016 წელს დაასრულა. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში დაბრუნდება. ამის შესახებ გამოცემა FotbollDirekt-მა დაწერა.

 

წყაროს ცნობით, 39 წლის ფორვარდი აპირებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებში მონაწილეობას. 25 მარტს, შვედეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს შინ მიიღებს, 28 მარტს კოსოვოს შეხვდება და 31 მარტს – ესტონეთს.

 

შვედეთის ნაკრების შემადგენლობა უახლოესი მატჩებისთვის 16 მარტს გამოცხადდება.

 

იბრაჰიმოვიჩს ეროვნულ გუნდში 116 მატჩი და 62 გოლი აქვს. ის შვედეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

 

https://1tv.ge/news/zlatan-ibrahimovichi-25-marts-saqartvelos-winaaghmdeg-itamashebs/

 

big_banner
არქივი