logo_geo
ზივზივაძის მეშვიდე გაელვება - უნგრეთში ქართველმა ისევ გაიტანა
- +

8 მარტი. 2021. 02:39

 

 

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში მორიგი გოლის ავტორი გახდა. 26 წლის ქართველი ცენტრალური თავდამსხმელის გუნდი „ფეჰერვარი“ „ბუდაფოკს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

 

ბუდუ ზივზივაძე „ფეჰერვარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-17 წუთზე ეფეტქური გოლის ავტორი გახდა. მან საჯარიმოსთან ბურთი მიიღო, შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

 

ამის შემდეგ „ბუდაფოკის“ მოთამაშეებმა ორი გოლი გაიტანეს, მაგრამ მასპინძლები მაინც დამარცხდნენ – ალენ სკრიბეკმა მე-40 წუთზე წონასწორობა კი აღადგინა, მაგრამ 84-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორს, დანიელ ცორის დარტყმის მიმართულება შეეშალა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მისგან ეს გასაკვირი არ იყო, რადგან ცორი „ფეჰერვარის“ მოთამაშეა და „ბუდაფოკში“ იჯარით თამაშობს.

 

„ფეჰერვარმა“ 24 ტურის შემდეგ 45 ქულა დააგროვა და უნგრეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში კვლავ მესამე პოზიციაზეა. ბუდუ ზივზივაძემ კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და 23 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი