logo_geo
დრაქსლერი, შესაძლოა, ბუნდესლიგაში დაბრუნდეს
- +

13 მარტი. 2021. 12:21

 

 

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი იულიან დრაქსლერი, შესაძლოა, გერმანიის ჩემპიონატში დაბრუნდეს, – დაწერა გამოცემა TodoFichajes-მა.

 

წყაროს ცნობით, 27 წლის გერმანელი შეიძლება ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით „ლევერკუზენში“ გადავიდეს. იტყობინებიან, რომ გერმანული კლუბი მზად არის დრაქსლერს თავის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასი შესათავაზოს. გერმანელის ამჟამინდელი კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2021 წლის ივნისამდეა ძალაში.

 

2020-21 წლების სეზონში დრაქსლერმა 20 მატჩი ჩაატარა პარიზულ კლუბში, სამი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი