logo_geo
ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC-ში ბრუნდება
- +

22 მარტი. 2021. 18:40

 

2020 წლის ოქტომბერში ჯასტინ გეიჯისთან გამარჯვების შემდეგ, 32 წლის ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC-დან 29 გამარჯვებით დაუმარცხებელი წავიდა. მას შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა, მისი დაბრუნება არაერთხელ სცადა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

 

ხაბიბმა ოქტაგონის გარეშე დიდხანს მაინც ვერ გაძლო და დაბრუნება გადაწყვიტა, ოღონდ ამჯერად - მწვრთნელის რანგში.

 

აღნიშნული თანამდებობა ხაბიბს ამერიკელმა მებრძოლმა, ლუკ როქჰოლდმა შესთავაზა და დაღესტნელი მებრძოლიც დათანხმდა.

 

„ხაბიბმა გადაწყვიტა, მწვრთნელობის პასუხისმგებლობა აიღოს. ის ჩემთან მუშაობას დათანხმდა და მზად არის, ოქტაგონზე ჩემს დაბრუნებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ხაბიბს სურს, გახდეს წლის მწვრთნელი. მისი სურვილი ამ საქმეშიც ისეთივე მაგარი იყო, როგორც აქტიურ სპორტში ყოფნის პერიოდში. რაც მთავარია, ხაბიბმა გადაწყვიტა მამამისის გზას დაადგეს“, – განაცხადა ლუკ როქჰოლდმა.

 

ლუკ როქჰოლდმა UFC-ში მრავალი წელი გაატარა და ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლადაც ითვლებოდა, თუმცა 2019 წელს პოლონელ იან ბლაჰოვიჩთან მარცხის შემდეგ, გადაწყვიტა დროებით აქტიურ სპორტს შეშვებოდა და მას შემდეგ ოქტაგონზე აღარ გასულა.

 

big_banner
არქივი