logo_geo
ლებრონ ჯეიმსი ტრავმის გამო 6 კვირა ვერ ითამაშებს
- +

27 მარტი. 2021. 17:30

 

ლებრონ ჯეიმსი ტრავმის გამო ექვსი კვირა ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას CBS Sports-ი ავრცელებს.

 

„ლეიკერსის“ ლიდერმა სერიოზული ტრავმა „ატლანტასთან“ შეხვედრაში მიიღო, რის გამოც პარკეტის ნაადრევად დატოვება მოუწია. ექიმები თავდაპირველად შიშობდნენ, რომ მას ოპერაცია დასჭირდებოდა, თუმცა დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ის კონსერვატორული მეთოდებით მკურნალობითაც გამოჯანმრთელდება.

 

ასევე დაშავებულია ლოს-ანჯელესის კლუბის მეორე ლიდერი ენტონი დევისიც და მისი დაბრუნება შედარებით ადრე, ორ კვირაში იგეგმება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი