logo_geo
ფორმულა 1-ში შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ბაჰრეინში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
- +

27 მარტი. 2021. 17:43

 

ფორმულა 1-ში შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ბაჰრეინში დიდი ბრიტანეთის ელჩს როდერიკ დრამონდს შეხვდა და ახლო აღმოსავლეთში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

გასულ წელს ბაჰრეინში ერთ-ერთ გრან-პრიზე გამოსვლის დროს, ინგლისელ პილოტს ადგილობრივმა უფლებადამცველებმა წერილით მიმართეს, სადაც მოთხრობილი იყო ამ ქვეყანაში არსებულ დანაშაულებზე, წამებასა და ძალადობაზე. როგორც ჩანს ჰამილტონმა ეს ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანა და საკითხით სერიოზულად დაინტერესდა. ჰამილტონმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ბაჰრეინის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება და პრობლემის მათთან ერთად მოგვარებას შეეცდება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი