წარმოგიდგენთ ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრის ჰეტ-ტრიკს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც მან „შამქირის" მაისურით შეასრულა.
2000 წლის 19 ივნისი, აზერბაიჯანული გუნდი მასპინძლობს რიგის „სკონტოს“, ალექსანდრე რეხვიაშვილითა და ლევან კორღალიძით შემადგენლობაში.
„შამქირის“ მხრიდან პირველი სამი გოლის ავტორი არის სწორედ კვარაცხელია-უფროსი, რომელმაც თავისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.