ჯანო ანანიძე თბილისის „დინამოში“ ითამაშებს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.
ანანიძე „დინამოში“ 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ჯანო ანანიძის ბოლო კლუბი ვოლგოგრადის „როტორი“ იყო, თუმცა ტრავმის გამო მან გუნდში ერთი შეხვედრაც ვერ ჩაატარა.
კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი ანანიძეს მოსკოვის „სპარტაკში“ აქვს გატარებული, სადაც 2009-2019 წლებში გამართულ 122 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.
საქართველოს ეროვნულ გუნდში კი, სადაც ანანიძე 2009 წლიდან გამოდის, 43 მატჩში მის ანგარიშზე 7 გოლია.