logo_geo
„ბარსელონას“ ყოფილი მეკარე 46 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

24 მაისი. 2021. 00:31

 

 

„ბარსელონას“ ყოფილი მეკარე ფრანსესკ არნაუ, რომელიც ბოლო პერიოდში „ოვიედოში“ სპორტულ დირექტორად მუშაობდა, 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ესპანური პრესის ინფორმაციით, ექს-ბარსელონელის სიკვდილის შესახებ მოულოდნელად შაბათს დილით შეიტყვეს. კატალონურმა კლუბმა მწუხარება გამოთქვა არნაუს გარდაცვალების გამო.

 

არნაუ „ბარსელონას“ ძირითადი მეკარე იყო 1998-2001 წლებში, 1999 წელს ის ესპანეთის ჩემპიონი გახდა. „ბარსელონას“ შემდეგ, „მალაგაში“ თამაშობდა. 1998 წელს, ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა. კარიერა 2011 წელს დაასრულა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი