logo_geo
დე ბრუინმა, შესაძლოა, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპი გამოტოვოს
- +

30 მაისი. 2021. 21:47

 

 

„მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა, შესაძლოა, ევრო 2020-ის სტარტი გამოტოვოს.

 

ფეხბურთელმა ტრავმა „ჩელსის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ანტონიო რიუდიგერთან შეჯახებისას მიიღო. ბელგიელს ცხვირი და თვალის არეში ძვალი აქვს გატეხილი.

 

როგორც ირკვევა, თვალის ბუდის ძვლები სწორად რომ შეეზარდონ ერთმანეთს, მინიმუმ სამი კვირაა საჭირო. ეს ვადები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დე ბრუინის მონაწილეობას ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე. ამასთან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფეხბურთელმა მთელი ტურნირი გამოტოვოს. თუ ბელგია პლეი ოფში გავა, დე ბრუინი შეძლებს დამცავი ნიღბით თამაშს.

 

ბელგია ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპს რუსეთთან მატჩით დაიწყებს. შეხვედრა 12 ივნისს გაიმართება. 17 ივნისს ბელგიელები დანიას შეხვდებიან, 21 ივნისს – ფინეთს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი