logo_geo
დირკ ნოვიცკიმ „დალასში“ თანამდებობა მიიღო
- +

19 ივნისი. 2021. 20:59

 

„დალას მავერიქსის“ ლეგენდა დირკ ნოვიცკი ისევ შეუერთდა ტექსასურ კლუბს. როგორც NYT Sports იტყობინება, გერმანელი სპეციალური მრჩეველის თანამდებობას მიიღებს.

 

ყოფილმა კალათბურთელმა, რომელსაც 19 ივნისს 43 წელი შეუსრულდა, უკვე მიიღო პირველი დავალება; ის დაეხმარება გუნდს ახალი გენერალური მენეჯერისა და ახალი მთავარი მწვრთელის ძიებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში „მავერიქსი“ დატოვეს გენერალურმა მენეჯერმა დონი ნელსონმა და მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა.

 

big_banner
არქივი