logo_geo
რაფაელ ვარანი ევრო 2020-ის შემდეგ „რეალს“ დატოვებს
- +

19 ივნისი. 2021. 22:40

 

„მადრიდისრეალისცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ გამოაცხადებს ესპანური კლუბიდან წასვლის შესახებ, – დაწერა „ტვიტერში“ ჟურნალისტმა სერჯო კირანტემ.

 

28 წლის ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება. ადრე პრესაში დაიწერა, რომ ვარანს არ სურს „რეალთან“ კონტრაქტის გაგრძელება იმის გამო, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მისი 60 მილიონ ევროდ გაყიდვა აქვს განზრახული.

 

გასულ სეზინში ვარანმა ლა ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, „რეალი“ დატოვა კიდევ ერთმა ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა.

 

big_banner
არქივი