logo_geo
გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდება
- +

9 ოქტომბერი. 2021. 02:24

 

 

გიგა ჭიკაძე კელვინ კატარის წინააღმდეგ – mmajunkiedotcom ინფორმაციით, ქართველის მეტოქე გარკვეულია და ეს ბრძოლა UFC -ის ღონისძიებებიდან 2022 წლის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

 

იუწყებიან, რომ ჭიკაძისა და კატარის ბრძოლა 16 იანვრისთვის ჩაინიშნა და ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

 

გიგა ჭიკაძე დივიზიონის რეიტინგში მერვე ადგილზეა, ხოლო კელვინ კატარი – მეხუთეზე.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა ბრაზილიელი ედსონ ბარბოზა ნოკაუტით დაამარცხა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი