logo_geo
ლეონარდო არაუჟო: პოჩეტინო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია
- +

31 ოქტომბერი. 2021. 15:02

 

 

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს შესახებ ისაუბრა:

 

„პოჩეტინო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, – ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს Mundo Deportivo. – შეიძლება ითქვას, რომ ახლა გუნდი მოწოდების სიმაღლეზე არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოჩეტინომ შესაბამისი სამუშაო არ გასწია.

 

ჩვენ საფრანგეთის ჩემპიონატში ვლიდერობთ, ყველა გუნდს 10 ქულით ვუსწრებთ და სრულყოფილებისკენ სწრაფვის პროცესში ვართ“.

 

49 წლის სპეციალისტი პარიზული გრანდის მწვრთნელად 2021 წლის 2 იანვარს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, პსჟ-მ საფრანგეთი თასი და სუპერთასი მოიპოვა.

 

მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს „პარი სენ-ჟერმენი“ უდგას სათავეში და უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი