logo_geo
ზელინსკი იტალიის მოქალაქე გახდა
- +

8 ოქტომბერი. 2023. 13:09

 

 

„ნაპოლის“ ნახევარმცველმა, პიოტრ ზელინსკიმ იტალიის მოქალაქეობა მიიღო, – წერს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

 

აღნიშნავენ, რომ 29 წლის პოლონელისთვის ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი გამოვიდა – მან შარშან ჩააბარა სავალდებულო მოსამზადებელი გამოცდა. ორი წლის წინ ზელინსკიმ განაცხადი შეიტანა იტალიის მოქალაქეობის მიღებაზე – ქვეყანაში პირველად ჩასვლიდან 10 წლის თავზე.

 

ზელინსკი იტალიაში უკვე 12 წელია, ცხოვრობს. 2011 წელს ის „ზაგლებედან“ „უდინეზეში“ 17 წლის ასაკში გადავიდა. ხუთი წლის შემდეგ ნახევარმცველი „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა – ტრანსფერის თანხამ 16 მილიონი ევრო შეადგინა.

 

იტალიურ კლუბებში ზელინსკიმ 449 მატჩი ჩაატარა, 65 გოლი გაიტანა და 56 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

 

 

 

 

big_banner
არქივი