logo_geo
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ დღეს „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება
- +

8 ოქტომბერი. 2023. 16:15

 

 

იტალიის „სერია ა-ს“ მერვე ტურის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა ნეაპოლში, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

ამ ეტაპზე „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. გუნდის ანგარიშზე 14 ქულაა. „ფიორენტინა“ კი ასევე 14 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

 

 

big_banner
არქივი