logo_geo
ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთი ანგარიშით 5:2 დაამარცხა
- +

8 ოქტომბერი. 2023. 18:43

 

 

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდში, მესამე მატჩი შინ ფინეთთან ჩაატარა და დამაჯერებლად ანგარიშით 5:2 გაიმარჯვა.

 

ელიტ რაუნდის E ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა სომხეთთან მოგებით დაიწყო, შემდეგ კი სტუმრად პორტუგალიასთან დამარცხდა. სამი ტურის შემდეგ ავთანდილ ასათიანის გუნდს 6 ქულა აქვს, ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 11 ოქტომბერს, ისევ ფინეთთან, ამჯერად სტუმრად ტურკუში გამართავს.

 

 

big_banner
არქივი