logo_geo
კვიპროსის ნაკრების მეკარე: საქართველოსთან ქულების მოსაპოვებლად მოედანზე თავს დავდებთ
- +

14 ოქტომბერი. 2023. 21:08

 

 

საქართველოსთან ევრო 2024-ის მატჩამდე კვიპროსის ნაკრების შვეიცარიელმა მეკარემ, ჯოელ მოლმა კვიპროსული მედიის შეკითხვებს უპასუხა და მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით, საკუთარი მოლოდინებზე ისაუბრა.

 

„ხვალ საქართველოს ნაკრებთან ძალიან რთული თამაში გველის, აუცილებლად უნდა ვიყოთ სრულად კონცენტრირებულები. წინა შედეგების გამო, ჩვენი თავდაჯერებულობა არ გვაქვს – ფსიქოლოგიურად საუკეთესო მდგომარეობაში არ ვართ. თუმცა, მეორე საკითხია, რომ ჩვენ საქართველოს ნაკრებთან პირველი თამაში კვიპროსში ჩავატარეთ და ყველას გვახსოვს, რომ ამ მატჩში ახლოს ვიყავით მათ დონესთან და ბოლოს გაშვებული გოლის გამო წავაგეთ.

 

გასაგებია, რომ ხვალ რთული მატჩი გველის, საქართველო მასპინძელია, მაგრამ ხვალ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვეცდებით და ქულების მოსაპოვებლად მოედანზე თავს დავდებთ“, – განაცხადა კვიპროსის ნაკრების შვეიცარიელმა მეკარემ.

 

საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების შეხვედრა ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში 15 ოქტომბერს „მიხეილ მესხი არენაზე“ გაიმართება.

 

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

 

 

big_banner
არქივი