logo_geo
ხვიჩა კვარაცხელია: მადლობა გულშემატკივარს, რომელიც სექტემბრის მატჩების შედეგების მიუხედავად, ჩვენ მხარდასაჭერად მოვიდა
- +

15 ოქტომბერი. 2023. 23:00

 

 

საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ექსკლუზიურად „ტაიმაუტთან“ კომენტარი გააკეთა ევრო 2024-ის ჯგუფში კვიპროსთან მოგებულ (4:0) შეხვედრაზე, რომელშიც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

„ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ. განსაკუთრებით, როცა გოლი გაგაქვს და ამას გულშემატკივართან ერთად აღნიშნავ. ვეცდები, ისინი როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე არაერთხელ გავახარო.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო მათ მხარდაჭერისთვის. მიუხედავად სექტემბრის მატჩების შედეგებისა, ჩვენ მხარდასაჭერად მოვიდნენ სტადიონზე და ჩვენი სჯერათ. ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ნდობა გავამართლოთ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

 

22 წლის თავდამსხმელი საქართველოს ნაკრებში 2019 წლიდან თამაშობს და ოთხი წლის მანძილზე „ჯვაროსნებში“ ჩატარებულ 26 შეხვედრაში თავი 12 გოლით გამოიჩინა.

 

 

big_banner
არქივი