logo_geo
გიორგი მიქაუტაძე: ქოჩორაშვილთან შევთანხმდი, რომ პენალტს მე შევასრულებდი
- +

16 ოქტომბერი. 2023. 01:35

 

 

გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში შედეგიანად ითამაშა და ბოლო ორ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა. 22 წლის თავდამსხმელმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში კვიპროსთან საქართველოს ნაკრების დამაჯერებელ გამარჯვებას (4:0) წერტილი ბოლო გატანილი გოლით დაუსვა.

 

„თამაშით კმაყოფილი ვარ, 4:0 მოვიგეთ და ბურთი არ გავუშვით, თუმცა პირველი ტაიმი რთული იყო. პირველი გოლი რომ გავიდა, თამაში გაიხსნა და მეტოქეს კიდევ სამი გავუტანეთ.

 

ტაილანდთან შესრულებული პოკერის შემდეგ სანიოლს არ უთქვამს, რომ კვიპროსთან მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დავიწყებდი, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ის იღებს. რა უნდა ვუთხრა, უნდა ვივარჯიშო და როგორც კი შანსი მომეცემა, უნდა გავიტანო. რაც ვიცი, ის უნდა გავაკეთო, რათა მომავალ შეხვედრებში მათამაშოს.

 

პენალტის დარტყმა ქოჩორაშვილსაც სურდა, თუმცა ბოლოს შევთანხმდით, რომ მე შევასრულებდი“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

 

 

big_banner
არქივი