logo_geo
ნეიმარი: ეს ყველაზე სევდიანი, ყველაზე მძიმე მომენტია ჩემს ცხოვრებაში
- +

19 ოქტომბერი. 2023. 18:43

 

 

ბრაზილიის ნაკრებისა და „ალ-ჰილალის“ თავდამსხმელმა მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

 

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს ურუგვაისთან მატჩში (0:2) დაუზიანდა ჯვარედინი მყესები, გაუწყდა მენისკი და ესაჭიროება ოპერაცია, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს. წინასწარი ვარაუდით, ბრაზილიელი ნახევარი წლის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

 

ეს ყველაზე სევდიანი, ყველაზე მძიმე მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ვიცი, რომ ძლიერი ვარ, მაგრამ ახლა ოჯახისა და მეგობრების თანადგომა განსაკუთრებით დამჭირდება. არ იქნება ადვილი ტრავმის და შემდეგ ოპერაციის გადატანა. მე ძლიერი რწმენა მაქვს და ყველაფერს ღმერთს მივანდობ, მადლობა მხარდაჭერისთვის“, – დაწერა ნეიმარმა სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი