logo_geo
მესი 17 წლის განმავლობაში TOP5 ქვეყნების ლიგებში საუკეთესო დრიბლიორია - უახლოეს მდევარს არგენტინელმა 1073 ფინტით გაასწრო
- +

21 ოქტომბერი. 2023. 21:49

 

 

ბოლო 17 წლის განმავლობაში ლიონელ მესიმ 2358-ჯერ შეძლო მეტოქეების ფინტებით მოტყუება, – იტყობინება სტატისტიკური პორტალი Opta.

 

Opta-მ დრიბლინგებზე სტატისტიკის შეგროვება 2006-07 წლების სეზონიდან დაიწყო. ამ დროის განმავლობაში არგენტინელი ამ მაჩვენებლით საუკეთესო გახდა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებიც ევროპის TOP5-ის ჩემპიონატებში თამაშობენ.

 

მეორე ადგილზეა ედენ აზარი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაასრულა კარიერა. მის ანგარიშზე 1285 ფინტია. ბელგიელი 1073-ით ჩამორჩება მესის.

 

სამეულშია კიდევ ერთი ვეტერანი – ფრანგ ფრანკ რიბერის მთელი კარიერის განმავლობაში 1061 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. შემდეგ მოდიან ნეიმარი და უილფრიდ ზაჰა. საუკეთესო დრიბლიორების სიაში მეექვსეა კრიშტიანო რონალდო.

 

 

big_banner
არქივი