logo_geo
"ბარსელონა" მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მაისურზე ჯგუფ "როლინგ სტოუნსის" ლოგოს დაიტანს
- +

22 ოქტომბერი. 2023. 00:55

 

 

ბარსელონამ ახლახან ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ელ კლასიკოში”, რომელიც 28 ოქტომბერსაა დაგეგმილი, რეალის წინააღმდეგ ითამაშებს ფორმით, რომელზე Rolling Stones-ის ცნობილი ლოგო იქნება დატანილი.

 

აღსანიშნავია, რომ 19 ნოემბერს ქალთა “ელ კლასიკოა” და ბარსას ქალი ფეხბურთელებიც ასეთი ფორმებით ითამაშებენ.

 

როგორც მიხვდით, ეს ზონდერ-ფორმა მუსიკის სტრიმინგის პლატფორმა Spotify-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. ესპანეთის 27-გზის ჩემპიონის სპონსორი სწორედ Spotify გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ბარსელონას უკვე ეცვა ფორმები კანადელი რეპერის, Drake-ისა და ესპანელი მომღერლის, Rosalia-ს ლოგოებით.

 

 

big_banner
არქივი