logo_geo
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სერია A-ში „მილანთან“ ფრედ ითამაშა
- +

30 ოქტომბერი. 2023. 01:51

 

 

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „მილანს“ დაუპირისპირდა და სანახაობრივი შეხვედრა ფრედ დაასრულა – 2:2.

 

სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრა, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ გაიმართა, „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო, მაგრამ ანგარიში 22-ე წუთზე „მილანმა“ გახსნა – კრისტიან პულიშიჩის გადაცემით ოლივიე ჟირუმ ისარგებლა და 11-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

 

27-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, მცველს გასცდა და კარის წინ მარტო დარჩენილი მატეო პოლიტანო მონახა, მაგრამ მან ხელსაყრელი მომენტით ვერ ისარგებლა.

 

31-ე წუთზე კი „მილანმა“ თავისი შანსი გამოიყენა – ჟირუმ დუბლი შეასრულა და სტუმრები შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ – 2:0.

 

მეორე ნახევარი „ნაპოლიმ“ გაცილებით უკეთ დაიწყო და 49-ე წუთზე მატეო პოლიტანოს ეფექტური გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მე-60-ე წუთზე ხვიჩას ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეფარა და „მილანი“ გადაარჩინა.

 

„ნაპოლიმ“ ანგარიში მაინც გაათანაბრა – 63-ე წუთზე მასპინძლებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ჯაკომო რასპადორიმ უნაკლოდ შეასრულა – 2:2. მატჩის მიწურულს კვარაცხელიას კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია და „მილანი“ წაგებას გადაარჩინა.

 

ბოლო წუთზე არბიტრმა ნათანი გააძევა და „ნაპოლი“ 10 მოთამაშით დარჩა. საბოლოოდ, ფრე და „ნაპოლი“ 10 ტურის შემდეგ მოპოვებული 18 ქულით მეოთხე ადგილზე დაწინაურდა.

 

 

big_banner
არქივი