logo_geo
ნეიმარი 10 თვე ვერ ითამაშებს - ფორვარდს ხუთშაბათს ოპერაცია ელოდება
- +

1 ნოემბერი. 2023. 17:52

 

 

ბრაზილიელ ფორვარდს ნეიმარს მიმდინარე კვირას ოპერაცია ჩაუტარდება.

 

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელმა მარცხენა მუხლი დაიზიანა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ურუგვაის წინააღმდეგ. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნეიმარმა წინა ჯვარედინი მყესები და მენისკი ერთდროულად გაიწყვიტა.

 

ალ-ჰილალი“ გეგმავდა, რომ ბრაზილიელს ოპერაციას პარიზში ჩაუტარებდნენ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა მოისურვა, რომ მისთვის ბრაზილიის ნაკრების ექიმს, როდრიგო ლასმარს ემკურნალა, – იტყობინება გამოცემა Globo. წერენ, რომ ოპერაცია ხუთშაბათს, ქალაქ ბელუ ორიზონეშია დაგეგმილი.

 

ვარაუდობენ, რომ აღდგენის პროცესი დაახლოებით 10 თვე გაგრძელდება.

 

 

big_banner
არქივი