logo_geo
ძიუდო | შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
- +

4 ნოემბერი. 2023. 19:15

 

 

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ექვსი ქართველი ჭიდაობდა, რომელთაგან ორ ძიუდოისტს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ. მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ნახევარფინალში ნაკლებად ცნობილ ესპანელ სალვადორ კასეს როკასთან იპონით წააგო და კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

 

ტურნირზზე ოთხი შეხვედრა მოიგო და ფინალშია მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ). ქართველმა ფინალში გასასვლელად ფრანგ ომარ ალფა დიალოს მტკივნეული ილეთით მოუგო და ოქროს მედლისთვის თურქ ალბაირაკს შეხვდება.

 

დღეს გამომსვლელი ოთხი სპორტსმენი – გიორგი ტერაშვილი (73კგ), ეთერ ასკილაშვილი (63კგ),მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე 70კგ) ევროპის ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

 

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა. დღეს 19:00 საათიდან ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.

 

 

big_banner
არქივი