logo_geo
კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „სალერნიტანა“ დაამარცხა
- +

4 ნოემბერი. 2023. 20:23

 

 

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში „სალერნიტანას“ გასვლით მატჩში დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

 

სერია A-ს მე-11 ტურის შეხვედრში „ნაპოლი“ სწრაფად დაწინაურდა – მე-13 წუთზე, სტანისლავ ლობოტკას გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე ჯაკომო რასპადორი გავიდა და ზუსტად დაარტყა 1:0.

 

მეორე ტაიმში „სალერნიტანა“ გააქტიურდა და ანგარიშის გათანაბრებას შეეცადა. ხვიჩა კვარაცხელია თამაშის გამწვავებას და თანაგუნდელების გადაცემებით მომარაგებას ცდილობდა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია და 67-ე წუთზე რუდი გარსიამ შეცვალა.

 

„სალერნიტას“ კარი მეორედ ელიფ ელმასმა აიღო, რომელიც მოედანზე ხვიჩას ნაცვლად შევიდა. ჩრდილომაკედონიელი შემტევი ნახევარმცველი საჯარიმოში მცველს გასცდა და მიზანს მოჭრილი დარტყმით მიაღწია.

 

11 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 21 ქულა დააგროვა და მე-4 პოზიციაზე დაწინაურდა, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა კი ოთხ ქულამდე შეამცირა.

 

 

big_banner
არქივი