logo_geo
გაიანე კარაპეტიანი: რაც არ უნდა მაგარი იყო, ამ შეფებთან პატარა „კნოპკა“ ხარ
- +

23 ნოემბერი. 2020. 14:47

 

 

გაიანე კარაპეტიანი საზოგადოებამ პოპულარული ქართული პროექტიდან „მასტერ-შეფიდან“ გაიცნო და შეიყვარა.

გაიანემ პროექტამდე რთული გზა გაიარა, ოჯახის დანგრევის შემდეგ, მარტო დარჩა შვილებთან ერთად, შემდეგ კი ახალი სიყვარული იპოვა, რომელიც სხვაზე დაქორწინდა, ნერვიულობის ნიადაგზე უსაყვარლეს გაიანეს მძიმე დაავადება – მკერდის სიმსივნე დაემართა.

 
 
 

საბედნიეროდ ახლა უკვე გამოჯანმრთელდა და ახალ ცხოვრებისეულ გამოწვევებს ხვდება.

გასულ კვირას გაიანე კარაპეტიანმა „მასტერშეფი“ დატოვა. მას ბურგერის მომზადებისას ხორცი დაეშალა.

– გაიანე, ელოდით რომ პროექტს გამოეთიშებოდით?

– არ ვიცოდი ასე თუ დავტოვებდი პროექტს, მთელი გულით და სულით მინდოდა დავრჩენილიყავი. რას ვიზამთ, ეს არის იღბალი. ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, რომ წავიდოდი.

ორი საათი და 30 წუთი მქონდა ბურგერის მოსამზადებლად. იმიტომ რომ ეს გრძელვადიანი პროცესია, ბურგერის პურის ცომი, რამდენჯერმე უნდა ამოვიდეს. როცა ცომის მომზადებას მოვრჩებით, დიდი დრო გვაქვს ხორცის და სხვა ინგრედიენტების მოსამზადებლად. რადგან პროექტში მქონდა ინსპირაციის საშუალება, ბურგერი ქართულ სტილში მოვამზადე, წიწმატი დავამატე, ხორცში კი კოწახური შევურიე. ასევე გამოვიყენე წითელი კომბოსტო, თავად შეფმა კოსტაჯანმა მითხრა ეს და მე კი მიყვარს რთული დავალებების მიღება. დიდი სტიმულია ეს ჩემთვის, უბრალოდ შიშში ვიკარგები. ადრე რესტორანში როცა ვმუშაობდი, დღეში 80 ბურგერს ვამზადებდი, მაგრამ ხორცი არ დამშლია, აქ კი ასე მოხდა.

 

 

 

– რატომ დაგეშალათ ხორცი?

– ხორცი იყო რბილი. ადრე როცა რესტორანში ვმუშაობდი, ბაზრიდან რბილი ხორცი მოჰქონდათ, ერთ კილოზე 200 გრამ სალათს აკეთებენ ბურგერში, მე კი  არ გავაკეთე ეს. ჩვენმა კოსტაჯანმა გასინჯა და მითხრა მშრალიაო, დავამატე რაღაცეები, უგემრიელესი იყო, როცა ტაფაზე დავდე ბეკონთან ერთად, მაგ მომენტში გემრიელი კი გამოვიდა, მაგრამ დაიშალა. როცა თქვეს ორი წუთი დარჩაო და ხორცი ავიღე, შეკრული არ იყო. მე ვლაპარაკობდი, დრო არ გამოვიყენე. არავინ არაა დამნშავე, პასუხისმგებელი ვარ ჩემს თავზე, მადლობელი ვარ რომ „მასტერშეფში“  გამოვედი. ამდენი ხალხის სიყვარული მივიღე. ამ მძიმე ცხოვრების შემდეგ რაც გადავიტანე, ღმერთმა ასეთი სიყვარული მაჩუქა და უმადური უნდა იყო, რომ ვერ დაინახო.

რაც არ უნდა მაგარი იყო, ამ შეფებთან პატარა „კნოპკა“ ხარ. მადლობა უნდა უთხრა მათ სწავლისთვის. უბრალოდ ცხოვრებაში არაფერი არ მოდის. გული და სული უნდა ჩადო. შინაგანად ღია აურა უნდა გქონდეს, რომ გემრიელი გამოვიდეს კერძი. როცა ვმუშაობ ლაპარაკი არ მიყვარს, ეს არის ჩემი მინუსი. გადაცემაა ეს, მხოლოდ საჩვენებლად კი არ მიდიხარ, უნდა ილაპარაკო საქმეც გააკეთო და შოუც დადგა.

– ცნობილია, რომ მძიმე სენი დაამარცხეთ, ახლა როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– ახლა ყველაფერი კარგად არის. არ ინერვიულოთ ხალხო, ეს ჩემი პირადია და ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა. ადამიანს შეუძლია მთელი ცხოვრება დაელოდოს ადამიანს, თუ თავისი სიტყვის პატრონია, მე ასეთი ტიპი ვარ. მე ვარ აშოტას შვილი, ნომერ პირველი კაცი იყო მამაჩემი. ბიზნესმენი. რუსეთში და უკრაინაში ჰქონდა ბიზნესები. ხან ურკაინაში ვიყავით ხან, თბილისში. ცხოვრებამ მასწავლა როგორი უნდა იყოს ადამიანი. ცუდი არასოდეს გამიკეთებია. არ შეიძლება შენი ტკივილით სხვა დაამძიმო. მხოლოდ ოჯახის წევრებმა იციან ჩემი ტკივილი, რეალურად რა გადავიტანე.

 

 

 

გაიანე შვილიშვილებთან ერთად

– სად მუშაობდით ადრე?

– ჩემი შვილები სოლოლაკში სწავლობდნენ 66-ე სკოლაში, სწორედ მაშინ დავიწყე ძველი მერიის უკან რესტორანში მუშაობა. მაღალი დონის რესტორანი იყო, ზურაბ ჟვანია და ბევრი მაღალი თანამდებობის ადამიანი დადიოდა ჩვენთან. შემდეგ სხვადასხვა რესტორნებში გადავედი. ახლა „მგზავრებში“ ვმუშაობ. მირეკავენ სხვადასხვა რესტორნების წარმომადგენლები, მთავაზობენ სამსახურს, მაგრამ ვერ ვხვდები რა უნდა მოხდეს, ამდენი წელი ვისთან ერთადაც ვმუშაობ, ვინც არის ჩემი უფროსი, მაგას როგორ უნდა ვუღალატო და სხვაგან გადავიდე. ის ძალიან დამიდგა გვერდით, მითუმეტეს მაშინ როდესაც მძიმე დიაგნოზი დამისვეს.

– რა დაგეხმარათ დაავადების დამარცხებაში?

– მთავარი არის ფსიქოლოგიურად თქვა – მე არ ვარ ავად. კიდევ უნდა წახვიდე სხვა ექიმთან და ა.შ. ყველაფერი გავაკეთე, ეს რთული იყო ფინანსურად, ყველაფერი გავყიდე, ბევრს ვმუშაობდი, თან შვილებს არაფერს ვაკლებდი და დავამარცხე ეს დაავადება.

ბავშვებს ახლა დააკლდათ ჩემი ყურადღება, მაგრამ ახლა თავადაც მუშაობენ და წინ გვაქვს მომავალი. ჩემთვის ნივთებს მნიშვნელობა არ აქვს.  მთავარია ადამიანი იყოს ბედნიერი. ვისაც აქვს ჰგონია მთელი ცხოვრება ექნება.

 

 

გაიანე მეგობრებთან

ბედნიერების ფასი ვინც იცის, ის არ დაიწყებს მატერიალურზე ლაპარაკს. მინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამოვიდა, ვფიქრობდი ისიც კარგად ყოფილიყო, მინდოდა ასპროცენტიანი ბედნიერება მეჩუქებინა. თავადაც უნდოდა, მაგრამ…

არა უშავს ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებამ. ჩემმა დამ, შვილებმა ბევრი რამ მასწავლეს. ისეთი მაგარი გაგების შვილები მყოლია გაოცებული ვიყავი.

მითხრეს დედიკო შენ არავინ დაგიკარგავს, შენ დაგკარგესო.

როცა ბედნიერი ხარ, უმაგრესი ხარ და ყველაფერს გააკეთებ ხალხის გასაბედნიერებლად. როცა ხედავ შენი საყვარელი ადამიანი ბედნიერია შენც ბედნიერი ხარ. მე მინდა უჩემოდაც ბედნიერი იყოს. იქნებ რას მჩუქნის ისევ ღმერთი? ჩემი სიყვარული და სიძლიერე ღმერთს ვაჩუქე. მისი წყალობით დავამარცხე ყველაფერი და ქირურგიული ჩარევის შემდეგ ჩემი დაავადებაც გაჩერდა.

– მზად ხართ ახალი სიყვარულისთვის?

– ჯერ ჩემს ჯანმრთელობაზე და შვილებზე ვფიქრობ. მერე ვნახოთ. მართლა არ ვიცი მზად ვარ თუ არა ახალი სიყვარულისთვის.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი