logo_geo
დედამიწას ახლო მანძილზე ასტეროიდმა ჩაუარა
- +

19 აპრილი. 2019. 14:37

 

18 აპრილს დედამიწას 15-30 მეტრის დიამეტრის ასტეროიდმა ჩაუარა. ამის შესახებ NASA-ს სპეციალისტებზე დაყრდნობით Space.com წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ასტეროიდი 20 300 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და დედამიწას 219 000 კილომეტრის მანძილზე ჩაუარა, რაც დედამიწასა და მთვარეს შორის საშუალო მანძილზე ორჯერ უფრო ნაკლებია.

 

ასტეროიდი 2019 GC6 დედამიწისთვის „პოტენციურად საშიშ“ კატეგორიას მიეკუთვნება. ამ კატეგორიაში ისეთი ციური სხეულები შეჰყავთ, რომლებიც ჩვენი პლანეტიდან 8 მილიონი კილომეტრის რადიუსში მდებარეობს.

 

NASA-ს ინფორმაციით, დედამიწის გარშემო შესაძლოა კიდევ 17 ათასამდე აქამდე აღმოუჩენელი ასტეროიდი არსებობდეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი