logo_geo
მთაწმინდა დავით გარეჯიდან დღემდე (ფოტორეპორტაჟი)
- +

17 თებერვალი. 2017. 15:07


 

 

მთაწმინდის წარმოშობა უკავშირდება წმინდა დავით გარეჯელს, რომელსაც მთაზე სენაკი გამოუკვეთია. მის სახელთანაა დაკავშირებული ნაყოფიერების წყაროს შექმნა უშვილოთათვის.



 

მთას მამა დავითის სახელი უწოდეს (მთაწმინდა). დამპყრობლებმა საუკუნეთა მანძილზე არაერთგზის დაანგრიეს ეკლესია. მეთექვსმეტე საუკუნეში ორმა ბერმა, დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა, დაზიანებული ეკლესიის ადგილას ღვთისმშობლის სახელზე მონასტერი ააგეს და ახალ ტაძარს მთაწმინდის ძირას მდებარე მიწები შესწირეს.

 

 

 

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII საუკუნის ბოლოს მონასტერი მიტოვებული და გაჩანაგებული ყოფილა. მისი ახალი სიცოცხლე მეცხრამეტე საუკუნეში იწყება.

 

 

 

1829 წელს თეირანში მოკლეს პოეტი და დიპლომატი ალექსანდრე გრიბოედოვი, რომელიც სპეციალურ აკლდამაში დაკრძალეს.

 

 

 

ალექსანდრე გრიბოედოვის აკლდამა

 

 

 

1847 წლის „კავკაზი" ძველ თბილისურ ტრადიციაზე გვიამბობს (ნაწილი პირველი).

„ტუზემცებზე" რუსი მკვლევარები ერთობ სუბიექტურები და აგრესიულებიც კი არიან, თუმცა მაინც საინტერესოა ეს ისტორიული წყარო.

 

 

 

1847 წლის „კავკაზი" ძველ თბილისურ ტრადიციაზე გვიამბობს (ნაწილი მეორე)

 

„ტუზემცებზე" რუსი მკვლევარები ერთობ სუბიექტურები და აგრესიულებიც კი არიან, თუმცა მაინც საინტერესოა ეს ისტორიული წყარო.

 

 

 

ერმოლოვის ბრძანებით, ტერიტორია გაიწმინდა. აქაურობა კი ნელ-ნელა ტფილისელთათვის გასართობ ადგილად იქცა.

 

 

 

„მამა დავითი"

 

 

 

თუ კარგად დააკვირდებით, სურათის ბოლოს მამა დავითის ეკლესიაც ჩანს.

 

 

 

ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო. მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით, მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.

ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს.

 

ფოტო - ფიროსმანი-ხელოვნების ციფრული მუზეუმი

 

 

 

ფიროსმანი-ხელოვნების ციფრული მუზეუმი

 

 

 

ილია ჭავჭავაძის სასაფლაო

 

მამა დავითის ეკლესიასთან საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვა ერთგვარ ტრადიციად იქცა. აქაა დაკრძალული ილია, აკაკი, გალაკტიონი, ვაჟა, ნიკო ნიკოლაძე. ათეულობით ცნობილი საზოგადო მოღვაწე. ოფიციალურად პანთეონი 1929 წელს გაიხსნა.



 

ი. ბ. სტალინის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი (მთაწმინდის პარკი)

დღეს - „მთაწმინდის პარკი" თბილისის ყველაზე მაღალი პარკია. იგი მდებარეობს 770 მეტრის სიმაღლეზე და იკავებს 100 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას.

პარკის ისტორია 80 წელს აჭარბებს და იგი დედაქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი პარკია.

პარკთან დაკავშირება ხდება როგორც სამანქანე გზით (თბილისი-ოქროყანას მიმართულება), ასევე ფუნიკულიორით, რომელიც 1905 წელს აიგო და ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ ღირსშესანიშნეობაა.

პარკში მდებარე ატრაქციონები დაყოფილია საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალურ ზონებად.





 



 

გალაკტიონი და მთაწმინდა

 

 

 

მთაწმინდის საბაგიროს ზედა მხარე.

 

 

 

მერაბ კოსტავას დაკრძალვა მთაწმინდაზე.

 

 

 

საბაგირო

 

 

 

 

 

ხედი მთაწმინდიდან

 

 

 

1955 წელს აშენდა თბილისის პირველი ტელეანძა, რომელიც შემდეგ გორში გადაიტანეს.

 

 

 

ახალი ტელეანძა 70-იან წლებში შეემატა თბილისს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი