logo_geo
„ცხოვრებამ მასწავლა ბევრის პატიება და კიდევ უფრო მეტი - პატიების თხოვნა“ - ოტო ფონ ბისმარკის გამონათქვამები
- +

26 თებერვალი. 2017. 15:56




გერმანიის იმპერიის ლეგენდარული დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი - ოტო ედუარდ ლეოპოლდ ბისმარკი 1815 წლის 1 აპრილს დაიბადა. ის პოლიტიკურ ასპარეზზე 1847 წელს გამოვიდა.


გერმანულ საისტორიო ლიტერატურაში დომინირებს ბისმარკის როლის დადებითი შეფასება, როგორც გერმანული სათავადოების ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ შემკრების - სწორედ მისი ძალისხმევით იქნა გაერთიანებული გერმანია 1871 წელს. კაიზერის ერთგულმა ბისმარკმა გააძლიერა ქვეყანა კარგად მომზადებული ბიუროკრატიით და ფაქტობრივად  შექმნა ახალი ერი.


წარმოგიდგენთ ოტო ფონ ბისმარკის გამონათქვამებს.


ხელისუფლებამ არ უნდა იყოყმანოს. როდესაც აირჩევს გზას, უნდა იაროს ბოლომდე წინ, მარცხნივ და მარჯვნივ გახედვის გარეშე.


ის ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს ბრძოლის ველზე მომაკვდავი კარისკაცის თვალებში, კარგად დაფიქრდება, სანამ მას დაიწყებს.


არასდროს იტყუებიან იმდენს, რამდენსაც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნებამდე.


როდესაც გსურს გააბრიყვო მთელი მსოფლიო, ილაპარაკე სიმართლე.


ისე ისწავლე, თითქოს მარადიული ცხოვრებისთვის იყო გაჩენილი, მაგრამ იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ უნდა მოკვდე.


არასოდეს ეომოთ რუსეთს. ყოველ თქვენს საბრძოლო ეშმაკობას იგი უპასუხებს თავისი წარმოუდგენელი სიბრიყვით.


რაიმეს აღკვეთის მიზნით წარმოებული ომი, ჰგავს კაცის ქმედებას, რომელიც სიკვდილის შიშის გამო თავს იკლავს.


ცხოვრებამ მასწავლა ბევრის პატიება და კიდევ უფრო მეტი - პატიების თხოვნა.


Description: Image may contain: one or more people and outdoor

 

 

Description: http://4motivi.com/wp-content/uploads/2014/08/bismarch.jpg

 

 

Description: https://s3-us-west-2.amazonaws.com/find-a-grave-prod/photos/2009/345/20797_126063840757.jpg

 

 

Description: ოტო ფონ ბისმარკიOtto von Bismarck

 

 


 

big_banner
არქივი