logo_geo
მამაკაცის თვალით დანახული ქალური სილამაზე – Dove–ის უჩვეულო ექსპერიმენტი
- +

8 მარტი. 2017. 20:16



რა არის ქალის სილამაზე? ლამაზი ნაკვთები და ტუჩები, ლურჯი მკვეთრი თვალები და აბრეშუმივით თმა?! Dove-მ გადაწყვიტა ამ სერიოზულ კითხვაზე პასუხის გაცემა, ყველაზე კომპეტენტური შემფასებლებისთვის, მამაკაცებისთვის ეთხოვა და უშუალოდ მათგან გაეგო, რას წარმოადგენს რეალურად ქალური სილამაზე.


 


ექსპერიმენტის ფარგლებში, ბრენდმა რამდენიმე მოხალისე მამაკაცი შეარჩია, ისინი დიდ მონიტორთან დასვა და ხელზე სპეციალური მოწყობილობა დაუმაგრა, რომელიც მათ გულისცემას ასახავდა. ეკრანზე, განსაკუთრებულად ლამაზი ახალგაზრდა მოდელების ფოტოები გამოჩნდა. მოხალისე მამაკაცებს უნდა აღეწერათ სურათზე გამოსახული თითოეული ქალბატონის სილამაზე, როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი თვალისმომჭრელი და საოცრად ლამაზი იყო, მოხალისეებმა ნაკლის მოძებნა მაინც მოახერხეს. აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე მამაკაცებისთვის სილამაზე მხოლოდ ვიზუალური ეფექტი არ ყოფილა, მათთვის გამოხედვა, ღიმილი და ხასიათი გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მოდელების სურათების თვალიერების დროს მათი გულისცემა სრულიად სტაბილური იყო და ოდნავადაც კი არ შეინიშნებოდა ემოცია.


ექსპერიმენტი მხოლოდ ამით არ დასრულებულა, მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო. მოდელების შემდეგ, ეკრანზე მონაწილეთა ოჯახის წევრი ქალბატონების ფოტოები გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ ამ მამაკაცებისთვის სილამაზის ეტალონს სწორედ ის არაფრით გამორჩეული, რეალურად კი, ძალიან ლამაზი ქალბატონები წარმოადგენდნენ. ფოტოების დანახვისთანავე, მათი გულისცემა საგრძნობლად აჩქარდა.


კომპანია Dove-მ თავისი უჩვეულო ექსპერიმენტით ორიგინალურად მიგვანიშნა, რომ ვიზუალურ მხარაზე მნიშვნელოვანი ისაა, რაც ადამიანის შიგნით იმალება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი