logo_geo
NASA-მ ვარსკვლავური ღრუბლის ფოტო გამოაქვეყნა
- +

14 მარტი. 2017. 20:43

 

NASA-მ ვარსკვლავური ღრუბელ Westerlund 1-ის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც დედამიწიდან 15 სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარეობს. ღრუბელი ჰიპერგიგანტური ვარსკვლავებისგან შედგება.


უდიდესი მასის მქონე ვარსკვლავი, იგივე ჰიპერგიგანტი იშვიათობაა ირმის ნახტომის ვარსკვლავებს შორის. ფოტო კოსმოსური ტელესკოპ „ჰაბლის" მეშვეობით გადაიღეს.


Westerlund 1 2002-2005 წლებში გამოიკვლიეს. ასტროფიზიკოსებმა ვარსკვლავური ღრუბლის სპექტროგრაფიული და ფოტომეტრული დაკვირვება განახორციელეს, რომლის დროსაც ვარსკვლავების ზედაპირის ტემპერატურა და სიკაშკაშე განისაზღვრა. აგრეთვე დადგინდა, რომ ღრუბლის შემადგენლობაში ჰიპერგიგანტებიცაა. ერთ-ერთი მათგანი - Westerlund 1-26 - მზეს 1500-ჯერ აღემატება, მისი დიამეტრი კი იუპიტერის ორბიტის დიამეტრს უტოლდება.


ასტრონომიული  გათვლების მიხედვით, ვარსკვლავური ღრუბელი საკმაოდ ახალგაზრდაა, იგი დაახლოებით სამი მილიონი წლისაა. ვარსკვლავები, რომლებისგანაც იგი შედგება, დაახლოებით ერთი და იგივე ქიმიური შემადგენლობისაა.


ვარსკვლავურ ღრუბელს (კლასტერს) უწოდებენ ვარსკვლავების ჯგუფს, რომლებიც გრავიტაციულად ერთმანეთთანაა გადაბმული, ერთი წარმომავლობისაა და გალაქტიკის გრავიტაციულ სივრცეზე ერთი მთლიანობის სახით მოძრაობს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი