logo_geo
ათი მითი, რომელიც ფილმებმა დაგვაჯერა
- +

18 მარტი. 2017. 14:27


 



ხშირად ჩვენ ვიგებთ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას ფილმებიდან, თუმცა ამ ინფორმაციის ნაწილი არასწორია და შეცდომაში შევყავართ, რის გამოც შეიქმნა ბევრი მითი. BrightSide გვთავაზობს 10 ილუსტრირებულ მითს, რომლებიც ფილმებიდან გავრცელდა.


როდესაც ფილმებში ცურვის არმცოდნე ადამიანი წყალში იხრჩობა, ის მაღლა ხელებაწეული ხმამაღლა ყვირის, შესაბამისად, მშველელიც  გამოჩნდება. არადა, რეალურად, ასეთ შემთხვევაში შოკის გამო ადამიანმა შეიძლება ხმა ვერ ამოიღოს და მისი შემჩნევა ძალიან რთულია.

 

Description: 2875105-6-2-650-a542d8629a-1484149902

 

ფილმებში ქლოროფორმის გამოყენებით მსხვერპლს წამებში აძინებენ, რეალურად მის მოქმედებას მინიმუმ 5 წუთი სჭირდება.

 

Description: 2875355-02-650-a542d8629a-1484149902

 

 

ხშირად ახერხებენ გაჩერებული გულის ამუშავებას დეფიბრილატორით, თუმცა, უკვე გაჩერებული გულის ამუშავება შეუძლებელია ამ ან სხვა ხელსაწყოს დახმარებით.

 

 

Description: 2875555-01-650-a542d8629a-1484149902

 

 

ფილმებში ერთდროულად 2 იარაღით სროლა ძალიან ეფექტურია, თუმცა, ერთდროულად 2 სამიზნის ამოღება თითქმის შეუძლებელი.

 

 

Description: 2875955-79-650-a542d8629a-1484149902

 

 

კოსმოსზე გადაღებულ ფილმებში მფრინავი ხომალდები ხშირად ხდებიან ასტეროიდების მსხვერპლნი. სინამდვილეში მათ შორის საკმაოდ დიდი მანძილია და, შესაბამისად, შეჯახების არიდება შესაძლებელია.

 

 

 

 

 

პარაშუტით ხტომისას საუბრები არაერთ ფილმში გინახავთ, თუმცა, რეალურად შეუძლებელია საუბარი ვარდნის სიჩქარიდან გამომდინარე.

 

Description: 2876005-012-650-a542d8629a-1484149902

 

 

 

ფილმში პოლიციელებს დამნაშავის ადგილის დასადგენად სატელეფონო საუბრისას ერთი წუთი სჭირდებათ, რეალურად, ამის გამორკვევა დაახლოებით ერთ საათშია შესაძლებელი.

 

Description: 2876055-010-650-a542d8629a-1484149902

 

 

 

ყუმბარის ამგვარი გააქტიურება ხშირია ფილმებში, თუმცა, რეალურად ასეთი მოქმედება შესაძლოა კბილების დაკარგვით დამთავრდეს.

 

Description: 2876655-03-650-a542d8629a-1484149902

 

 

 

ერთი შეხედვით, იარაღის დახმარებით საკეტის გახსნა მარტივი და ეფექტური ხერხია, თუმცა, როცა ბოქლომი რკინისაა, პატარა ტყვიით მისი გაღება შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში ბოქლომი მას აისხლეტს.

Description: 2876755-011-650-a542d8629a-1484149902

 

 

 

მითია - ყველა მაყუჩიანი იარაღი უხმო და შეუმჩნეველია

რეალობაა - მაყუჩი ახშობს ხმას, მაგრამ იმდენად არა, რომ ვერ შეამჩნიონ ან ახლო მდებარე ნივთების ცვლილება არ გამოიწვიოსDescription: 2876855-09-650-a542d8629a-1484149902

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი