logo_geo
ჩაი კარკადე ორგანიზმს წმენდს და წნევას არეგულირებს
- +

22 მარტი. 2017. 18:06



ჩაის სამკურნალო, მატონიზებელი ეფექტის შესახებ ყველას სმენია. ჩვენში ყველაზე მეტად მწვანე და შავ ჩაის ეტანებიან, თუმცა არსებობს მრავალი სხვა სახეობაც, მათ შორის - ფარაონების ჩაი, კარკადე, ჰიბისკუსის ერთ-ერთი სახეობის - როზელას, ანუ სუდანის ვარდის  ფურცლებისგან მზადდება. ის ძალიან სასარგებლოა, თანაც ძალიან ლამაზი და არომატული. წითელ ფერს მას ანტოციანები აძლევს, რომლებიც ამაგრებენ სისხლძარღვთა კედლებს, არეგულირებს მათ განვლადობას და აწესრიგებს წნევას. გაითვალისწინეთ: კარკადეს ჩაი არტერიულ წნევას დაბლა სწევს, ამიტომ მისი მიღება დაბალწნევიანებისთვის არ შეიძლება (მითია, თითქოს ცხელი კარკადეს ჩაი წნევას მაღლა სწევს, ხოლო ცივი - დაბლა). ასევე არ შეიძლება მწვავე გასტრიტის და კუჭის წყლულის დროს, რადგან კარკადეს ჩაი კუჭის მჟავიანობას აძლიერებს. კარკადეს ჩაის მიღება ასევე არ შეიძლება კენჭოვანი დაავადებების დროს.


კარკადეს შემადგენლობაში შემავალი ფლავონოიდები აძლიერებს ანტოციანების მოქმედებას და ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, გამოყოფს ნივთიერებათა ცვლის უსარგებლო პროდუქტებს, წიდას, ასტიმულირებს ნაღვლის წვენის გამოყოფას, ზრდის ღვიძლის დამცველობით ფუნქციას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. სასარგებლოა ამ მცენარის დამბალი ფურცლების ჭამაც.

 

როგორ მოვამზადოთ კარკადეს ჩაი?


კარკადეს ჩაის მომზადების მრავალი რეცეპტი არსებობს. ყველაზე მარტივია ჩვეულებრივი ჩაის მსგავსად მომზადება - 1ჩ/კ კარკადეს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შაქარი გემოვნებით.


მდუღარე წყალში ჩაყარეთ კარკადეს ფურცლები და ნელ ცეცხლზე დაახლოებით 1 წუთი დატოვეთ. უფრო მეტხანს თუ ადუღეთ, სასარგებლო ნივთიერებები დაიშლება, ხოლო თვით ჩაი ჭუჭყიან-მორუხო ფერს მიიღებს, თუმცა გემო უფრო გაჯერებული გახდება. კარკადე შეგიძლიათ სვათ შაქრითაც და უშაქროდაც. ლიმონმჟავა, რომლითაც მდიდარია კარკადეს ფურცლები, ჩაის სასიამოვნო, მომჟავო გემოს აძლევს. ცივი კარკადეს ჩაი კარგი გამაგრილებელი საშუალებაა სიცხეში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი